GENERAL ELECTRIC-მა შესაძლოა 119 წლის შემდეგ პირველად დივიდენდების გადახდა შეწყვიტოს
GENERAL ELECTRIC-მა შესაძლოა 119 წლის შემდეგ პირველად დივიდენდების გადახდა შეწყვიტოს. კომპანია,  შეიძლება ითქვას, რომ ვალების მთაზე ზის, რომელიც ცუდი გარიგებების სიმრავლემ, შემოსავლის შემცირებამ და უზარმაზარმა საპენსიო შეფერხებამ შექმნა. დავალიანებების ფონზე კი აქციონერებისთვის დივიდენდების გადახდა საკმაოდ რთულია.

Goldman Sachs Group-ის ანალიტიკოსის აზრით, GE-სთვის ყველაზე გონივრული ქმედება მომდევნო 18 თვის საერთო დივიდენდის გადახედვა იქნება.

კომპანიის ფინანსური პრობლემები მართლაც უზარმაზარია. 2013 წლიდან მისი საერთო ვალი თითქმის სამჯერ გაიზარდა და 77 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Goldman Sachs Group-ის შეფასებით, “ჯანსაღი დონის“ დასაბრუნებლად კომპანიას ვალი $35-$40 მილიარდის სესხით უნდა დაეფარა. ფირმის წარმომადგელები აცხადებენ, რომ დიდი აქტივების გაყიდვისა  და საპროცენტო განაკვეთის ზრდის გარეშე მათი მიზნის მიღწევა(ვალის დაფარვა)  საკმაოდ რთული იქნება.

General Electric-ი ამერიკული მრავალეროვნული კონგლომერატია, რომელიც ისეთ სეგმენტებს მოიცავს, როგორიცაა: ავიაცია, ჯანდაცვა, განახლებადი ენერგია, სარისკო კაპიტალი და ფინანსები, განათება, ტრანსპორტირება და ა.შ.

კომპანია 119 წლის განმავლობაში დივიდენდს ყოველთვის იხდიდა, მათ შორის, დიდი დეპრესიისა და 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროსაც. Goldman Sachs Group-ის (ამერიკული საინვესტიციო ბანკი და ფინანსური მომსახურების კომპანია) წარმომადგენლების აზრით, ეს ეტაპი უკვე დასასრულს მიუახლოვდა.

თარიღი: 2018/06/24