სად არის საუკეთესო ლოკაცია თქვენი სტენდის განსათავსებლად
თუ გსურთ სუპერმარკეტში თქვენი სტენდი ადვილად დასანახი იყოს და მომხმარებლების ყურადღება ადვილად მიიქციოს, ის სპეციალურ ადგილზე უნდა განათავსოთ. სად არის საუკეთესო ლოკაცია თქვენი სტენდის განსათავსებლად?

1.სტენდი ყოველთვის ცალკე უნდა იყოს განთავსებული. კუთხეში ან რამის გვერდით სტენდის განთავსება მიღებული არ არის. ცალკე განთავსება და კომპანიის ყველა ატრიბუტიკის მომხმარებლისთვის ჩვენება ძალიან ეფექტურია;

2.თქვენს სტენდზე ახლოს მდებარე ე.წ. მეზობელ სტენდებს გავლენა რა თქმა უნდა ექნება. თუ ერთი სახეობის პროდუქტებია განთავავსებული, შესაძლოა ამან თქვენს სტენდთან მომხმარებლების მოსვლა შეაფერხოს;

3.აუცილებელია თქვენი სივრცე გქონდეთ. ეს თქვენი ბრენდის მიმართ ცნობადობას ზრდის;

4.თქვენს კრეატიულობას  ნუ შეზღუდავთ. მომხმარებლების მოსაზიდად ნებისმიერი საინტერესო იდეა შეგიძლიათ განახორციელოთ.

თარიღი: 2019/06/19