სემეკი: ევროპაში საქართველოზე იაფი ბუნებრივი აირი მხოლოდ ორ ქვეყანაშია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყლამომარაგების ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიშში ევროპის ქვეყნების მასშტაბით, ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო ტარიფების შედარებითი ანალიზი არის მოცემული. დოკუმენტის მიხედვით, ბუნებრივი აირის ის საფასური, რასაც მოსახლეობა იხდის, ევროპის რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე იაფია. 

საყოფაცხოვრებო ტარიფით, საქართველოში ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 52.857 თეთრი ღირს. ამაზე იაფი ტარიფი ევროპის რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანში (19.456 თეთრი), უკრაინასა (12.545 თეთრი) და რუსეთშია (22.534 თეთრი). 

სამომხმარებლო ტარიფი ყველაზე მაღალი დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია და 2.60 ლარი - 3.80 ლარის შუალედში მერყეობს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის ღირებულებაც ერთ-ერთი ყველაზე იაფია. 

ავტორი:
თარიღი: 2019/05/03