Toyota უპილოტო ტექნოლოგიას $100 მილიონით დააფინანსებს
Toyota უპილოტო მართვისა და რობოტულ ტექნოლოგიებში ინვესტიციას განახორციელებს. ლაპარაკია ადრეულ ეტაპზე $100 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე. ამის შესახებ CNBC წერს.

იაპონური ავტომწარმოებლის განმარტებით, ინვესტიცია სფეროს განვითარებას ემსახურება. Toyota-ს უპილოტო ტექნოლოგიის განვითარება სურს. 

Toyota-ს ხელოვნური ინტელექტის ფონდმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 19 სხვადასხვა სტარტაპი უკვე დააფინანსა. ინვესტიციის მოცულობა მთლიანობაში $200 მილიონი იყო.

ჯერ კიდევ თებერვალში BMW-მ და Daimler-მა უპილოტო ტექნოლოგიის განვითარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განაცხადეს.

თარიღი: 2019/05/03