იდეა თუ მოქმედება - რა გვაქცევს წარმატებულად?
ბევრს ჰგონია, რომ ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის იდეა, რომელიც საწყის ეტაპზე უნდა გაჩნდეს. ალბათ, ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანს სმენია ვინმესგან, რომ "ფეისბუქის" ან "ამაზონის" მსგავსის შექმნის იდეა მასაც ჰქონია და უბრალოდ ვერ ან არ იმუშავა მასზე, თორემ ახლა მილიარდერი იქნებოდა. შესაძლოა, ეს ტყუილი სულაც არაა და მსგავსი იდეა ამ ადამიანს მართლაც მოსვლია. მაშინ სად არის მთავარი პრობლემა? აქვს კი რაიმე აზრი იდეა გვქონდა თუ არა, თუკი ის არ განვახორციელეთ? 

ასეთი მიდგომა ადამიანის მიერ საკუთარი წარუმატებლობის გამართლების ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მეთოდია. ესე იგი თქვენ ვერ გაბედეთ, შესაბამისად თქვენი ადგილი მილიარდერებში არც ყოფილა, მიუხედავად თქვენი გენიალური იდეებისა! 

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს საკუთარი იდეა რეალისტურად არ ეჩვენება, ან გარშემომყოფები არწმუნებენ, რომ სისულელეს გააკეთებს. და თუ ის უარს მხოლოდ ამის გამო იტყვის, მაშინ მას რისკი არ შეუძლია. რისკისა და მოქმედების გარეშე კი წარმატებული ვერავინ ხდება. 

მოქმედება ცუდი არასდროსაა, შესაძლოა ჩვენმა იდეამ არ გაამართლოს, მაგრამ საერთოდ არაფრის კეთებას, რაიმეს კეთება ნამდვილად სჯობს.

ნუ ეცდებით იდეის გაყიდვას. გენიალური იდეაც კი ძალიან იაფი ღირს. განახორციელეთ ის! 

წყარო: Harvard Business Review 

თარიღი: 2019/08/02