თბილისის საკრებულოში „თბილისის მემორიალური სახლ-მუზეუმები“ გაიმართება
4 მაისს, 12 საათზე, თბილისის საკრებულოში, პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან” ფარგლებში, ღონისძიება ,,თბილისის მემორიალური სახლ-მუზეუმები“ გაიმართება.

ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს ,,თბილისის მემორიალური სახლ-მუზეუმების“ შესახებ ინფორმაციას მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე გააცნობს.

ავტორი:
თარიღი: 2019/05/04