აფენის ლუდის ქარხანა წელს პირველად ჩაიბარებს მოსახლეობიდან დაზიანებულ ხილსა და ყურძენს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მოქმედი ლუდის ქარხანა ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ბიზნესმენებმა დაათვალიერეს. აფენში მდებარე შპს „კრისტალი“ 23 წელია, ლუდს ჩეხური ტექნოლოგიით აწარმოებს და რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახდენს. საწარმოში ამჟამად 23 ადამიანია დასაქმებული.

საწარმო წელს პირველად ჩაიბარებს მოსახლეობიდან დაზიანებულ ხილსა და ყურძენს და „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ხელშეწყობით ადგილობრივი ნედლეულით სპირტის დამზადებას დაიწყებს.

წყარო: 1tv.ge

თარიღი: 2019/05/04