გადადგით პირველი ნაბიჯი - 2019 წლის ბიზნესიდეები
"ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც მკითხველს 2019 წლის ბიზნესიდეებს აცნობს. დღეს ვისაუბრებთ კიდევ ერთ იდეაზე, როლიც თვითდასაქმებასა და ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ. კერძოდ, ესაა  ტრენინგცენტრი. 

ბოლო პერიოდში ტრენინგცენტრები მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარული გახდა. ბევრი ადამიანისთვის უფრო მოსახერხებელი გახდა მოკლევადიანი სასწავლო პროგრამებით დაეუფლოს სასურველ სფეროს, ან აიმაღლოს კვალიფიკაცია. 

თუკი თავდაპირველი ინვესტიცია არ გაქვთ, შესაძლოა, პირველ ეტაპზე  ტრენინგები ონლაინ რეჟიმში გაიმართოს, რაც ასევე საკმაოდ პოპულარული და თან წარმატებული მეთოდია. 

იმ შემთხვევაში თუკი გაქვთ კაპიტალი და ამ წამოწყებაში ფულის ჩადებას აპირებთ, მაშინ რამდენიმე ტრენერისა და ქოუჩის აყვანაც გენდომებათ. გაითვალისწინეთ, რომ პირველ რიგში მოიცვათ ისეთი სფეროები, რაზეც დიდი მოთხოვნაა და მსმენელებიც აუცილებლად გეყოლებათ. მაგალითად, გრაფიკული დიზაინის, კომპიუტერული პროგრამების, ონლაინმარკეტინგის, სოციალური მედია მენეჯმენტის, ბიზნესქოუჩინგის,  უცხო ენებისა და ა.შ. 

თუკი მიხვდებით, რომ რომელიმე მიმართულება ნაკლებად მუშაობს, ხოლო სხვა მეტად მრავალფეროვნებას სჯობს იმ სფეროში იმუშაოთ, რაც უკეთ გამოგდით. შესაბამისად, ერთის გაუქმებასა და მეორის გაძლიერებაზე ნუ დაყოვნდებით

გახსოვდეთ, რომ ეს არის სფერო, რომელიც მუდმივად პროგრესირებს და მის ყველა სიახლეს ფეხი უნდა აუწყოთ. ეცადეთ, თქვენი სერვისი მაქსიმალურად მოარგოთ მსმენელებს, რადგან არაფერი მოგიტანთ ისე წარმატებას, როგორც კმაყოფილი მომხმარებელი. 

გისურვებთ წარმატებას! 

თარიღი: 2019/05/06