4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 20% გაიზარდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1,450,847 მგზავრს მოემსახურა, რაც 20% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

აპრილში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აპრილში 331,523 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 296,163 მგზავრი ). 4 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადმა 11% გაიზარდა და 1,136,198 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 1,020,104 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის აპრილში 67% გაიზარდა და 67,530 მგზავრი შეადგინა. ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 224,314 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89% მეტია.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36,532 მგზავრმა ისარგებლა, რაც 16% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 4 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 4 თვეში 1,626 მგზავრს მოემსახურა. რაც 16% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის პირველ 4 თვეს 261 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ჯამში, 4 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,887 მგზავრმა ისარგებლა რაც 16% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას .

თარიღი: 2019/05/07