სავაჭრო ომის მიუხედავად ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასი რეკორდულად იმატებს
ე.წ  FANG-ის აქციებმა (იგულისხმება Facebook-ის, Amazon-ის, Netflix-ისა და Google-ს აქციები)  მიმდინარე კვირაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. იგივე განმეორდა აშშ-ის ელექტრონულ-სააქციო ბირჟაზე (Nasdaq), რომლის ინდექსმაც წელს 12%-ით მოიმატა, ხოლო დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი (The Dow) 1%-ით შემცირდა.

Facebook-ის, Amazon-ის, Netflix-ისა და Alphabet-ის (გუგლის მფლობეი კომპანი) აქციები მიმდინარე კვირაში შემცირდა, თუმცა დანაკარგები შედარებით მცირე იყო. საერთო ჯამში კი, ამის მიუხედავად, ოთხივე კომპანიის აქციებმა იმატა და სავარაუდოდ, ისინი აშშ-ჩინეთის, აშშ-ევროპის, აშშ-კანადისა, თუ აშშ-მექსიკის სავაჭრო კონფლიქტისას ნაკლებად დაზარალდებიან.

The NYSE's FANG +ის ინდექსმა, რომელიც ჩინეთის ელექტრონული კომერციის გიგანტს Alibaba-ს, კვლევით ფირმა Baidu-სა და  FANG-ის აქციებს მოიცავს, მიმდინარე წელს 35%-ით მოიმატა.

The NYSE's FANG +ის ინდექსი ასევე მოიცავს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Apple, ჩიპის გიგანტი Nvidia, ილონ მასკის Tesla და Twitter–ი.

თარიღი: 2018/06/25