აშშ-მა ზოგიერთ ჩინურ საქონელზე გადასახადები 10%-დან 25%-მდე გაზარდა
აშშ-ის ხელისუფლებამ ჩინური საქონლის გარკვეულ კატეგორიებზე 10%-დან 25%-მდე გაზარდა გადასახადები. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. 

25%-მდე გადასახადების გაზრდა 2019 წლის იანვარში დაგეგმეს, მაგრამ შემდეგ გაურკვეველი ვადით გადადეს. 

გადაწყვეტილება ძალაში 10 მაისს შევა. მომატება შეეხება იმპორტს, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია.

აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო.  2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთი სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობს და გადასახადები მაინც აიწევს. 

თარიღი: 2019/05/09