ევროპის პატარა ქალაქები, რომლებიც საოცარი არქიტექტურით და ლანდშაფტით გამოირჩევა
"ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას მოგზაურებისა და ტურისტული კომპანიებისთვის და დღეს მის ფარგლებში ევროპის პატარა, მაგრამ ულამაზეს ქალაქებს გაგაცნობთ, რომელებიც უფრო სიმშვიდის მოყვარული დამსვენებლებისთვის იქნება საინტერესო. 

კოლმარი, საფრანგეთი 

                            

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გერმანიის საზღვართან მდებარე ქალაქ კოლმარს არხის ქსელების გამო "პატარა ვენეციას" უწოდებენ. ესაა ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ქალაქი. კოლმარი ფაქტობრივად ქალაქი-მუზეუმია, აქ ყველა ეპოქისთვის დამახასიათებელ ევროპულ არქიტექტურას შეხვდებით. 



                           
                           

ჰალსტატი, ავსტრია

                           

ავსტრიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება ძალიან ლამაზი სახლებით, ლანდშაფტითა და არქიტექტურით გამოირჩევა. ქალაქი მთებში მდებარეობს და ის სიმშვიდის მოყვარული ტურისტებისთვის იდეალური ადგილია. აქ მდებარეობს მსოფლიოში უძველესი მარილის საბადო. ჰალსტატი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. 

                             

გითჰორნი, ნიდერლანდები 
                              


გითჰორნს "ნიდერლანდების ვენეციასაც" უწოდებენ. ამ ულამაზეს, პატარა სოფელში გზები საერთოდ არაა და ადამიანები ნავებითა და უხმაურო ელექტროკატერებით გადაადგილდებიან; ყოველი სახლი კი ერთგვარი კუნძულია. თუმცა ბოლო წლებში ქალაქში ველობილიკებიც გამოჩნდა. გითჰორნი 1230 წელს დაარსდა, როდესაც ადამიანებმა ეს ადგილი აღმოაჩინეს, იქ დიდი რაოდენობით თხის რქები იყო, რომლებიც დიდი ალბათობით,  ძლიერი წყალდიდობის შემდეგ დარჩა, ქალაქის სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის (Goat horn -რაც თხის რქა). გითჰორნში დასახლებულებმა აღმოაჩინეს, რომ აქ ბევრი ტორფი იყო და მისი ამოთხრა ყველა შესაძლებელ ადგილას დაიწყეს. დარჩენილი ორმოები დროთა განმავლობაში წყლით შეივსო და საბოლოოდ ტბად და ერთმანეთში შეერთებულ არხებად გადაიქცა. 

                          
                          

 

თარიღი: 2019/06/14