როგორ შევუწყოთ ხელი ხელსაყრელი პირობების შექმნას
ანდაზა ამბობს, ვინც მოითმენს ის მოიგებს, მაგრამ სამსახურში დაწინაურების გამო ხელსაყრელი პირობებისთვის ლოდინი ნამდვილი წამებაა. რთულია, როდესაც თვეები სასურველ მომენტს ელოდები. ნაცვლად ბოსის მიერ ახალი გამოწვევების შემოთვაზებისა, აუცილებელია რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რომელიც დაამტკიცებს, რომ ბუნებით ლიდერი ხარ და კარიერული ზრდისთვის მზად ხარ. როგორ შევუწყოთ ხელი ხელსაყრელი პირობების შექმნას?

1.სპეციალიზაცია - რომელ სფეროშიც არ უნდა იყოთ, პროფესიონალიზმია საჭირო. ეს რა თქმა უნდა არაერთ ხელსაყრელ მომენტს შექმნის;

2.კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა - მნიშვნელოვანია, დაძაბული სიტუაციის განეიტრალების უნარი გქონდეთ, რადგან ეს ფასდუდებელი უნარია, რომლის გარეშეც ნებისმიერ სიტუაციაში გაგიჭირდებათ;

3.დახმარება - სამსახურების 70-85 % ადამიანურ ურთიერთობებზეა დამყარებული. რა თქმა უნდა, სამსახურში დახმარება უნდა ითხოვოთ და სხვებსაც დაეხმაროთ;

4.იყავით მენტორი - მენტორინგი ლიდერშიფისა და კომუნიკაციის უნარებს ავითარებს. მენტრინგი უფრო მეტს სძენს ადამიანს ვიდრე მხოლოდ ლიდერობა. მენტორინგით სხვასაც ასწავლით და ამ პროცესში თქვენც ბევრ რამეს სწავლობთ.

თარიღი: 2019/05/12