"თქვენი ახლანდელი მდგომარეობა სამუდამო არაა"
ცუდ განწყობზე ხართ? -  წაიკითხეთ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს ციტატები და სინათლეს სიბნელეში, ძალას ბრძოლში და იმედს მომავალში აუცილებლად იპოვით:

1."ქარის მიმართულებას ვერ შევცვლი, მაგრამ შემიძლია აფრები ისე მოვმართო, რომ დანიშნულების ადგილს ყოველთვის მივაღწიო" - ჯიმი დინი, მომღერალი;

2."თქვენი დღევანდელი მდგომარეობა არ განსაზღვრავს სად წახვალთ, ის უბრალოდ სტარტის დაწყების ადგილს აღნიშნავს" - ნიდო ქუბეინი, ბიზნესმენი;

3."საუკეთესო გზა გარეთ გასასვლელად, გვირაბში ბოლომდე გავლაა" - რობერტ ფროსტი, პოეტი;

4."ჩემმა რთულმა დღეებმა გამაძლიერა ან უბრალოდ ძლიერი ვიყავი და მათ დამიმტკიცეს, რომ ძლიერი ვიყავი" - ემერი ლორდი, სცენარისტი;

5."ნორმალურობა მოკირწყლული გზაა: სასიარულოდ კომფორტულია, მაგრამ ყვავილები არ იზრდება" - ვინსენტ ვან გოგი, მხატვარი;

6."თქვენი ახლანდელი მდგომარეობა სამუდამო არაა" - ჯონ გრინი, მწერალი;

7."როდესაც ჩვენ ისტორიებს ვუარყოფთ, ისინი ჩვენ გვმართავენ. როდესაც ჩვენ ვფლობთ მათ, ახალ და მამაცურ დასასრულს ვწერთ" - ბრენე ბრაუნი, სპიკერი;

8."ბედნიერება შეიძლება იპოვოთ ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, თუ ერთს მაინც ახსოვს შუქის ანთება" - ჯეი ქეი როულინგი, მწერალი.

თარიღი: 2019/05/13