შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გაუშვათ - 2019 წლის ბიზნესიდეები
"ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც მკითხველს 2019 წლის ბიზნესიდეებს აცნობს. დღეს ვისაუბრებთ კიდევ ერთ იდეაზე, რომელიც თვითდასაქმებასა და ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ. კერძოდ ესაა ჰოსტელი. 

ჰოსტელები ბოლო პერიოდში ტურისტული ინდუსტრიის ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 

ყველგან, სადაც ტურიზმი მეტ-ნაკლებად განვითარებულია ჰოსტელსაც აუცილებლად შეხვდებით. მას განსხვავებით სასტუმროებისგან ძირითადად საზღვარგარეთიდან ჩასული ტურისტები სტუმრობენ, რომელთაც მოგზაურობა და დასვენება იაფად სურთ. 

ჰოსტელის მოწყობა განსაკუთრებულ ფინანსურ ხარჯებთან არაა დაკავშირებული და როგორც წესი, მას არც მომხმარებელი აკლია. სწორედ ამ მიმართულების მზარდმა პოპულარიზებამ მოახვედრა ის 2019 წლის ბიზნესიდეებში

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ტურიზმის მიმართულება საქართველოშიც პრიორიტეტული გახდა. ჩვენს ქვეყანას ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობს. შესაბამისად, ჰოსტელის მოწყობის იდეა, საქართველოშიც ერთ-ერთ პერსპექტიულ წამოწყებად შეიძლება მივიჩნიოთ. 

გისურვებთ წარმატებებს! 

თარიღი: 2019/05/13