თბილისში კონფერენცია - „ეფექტიანი გადახდისუუნარობის სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ ტარდება
თბილისში კონფერენცია - „ეფექტიანი გადახდისუუნარობის სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ ტარდება.

საჯარო და კერძო სექტორების, დონორი ორგანიზაწიების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, გადახდისუუნარობის რეფორმასა და მის ეკონომიკურ ეფექტებზე მსჯელობენ.

ღონისძიებაში მონაწილეობენ USAID/Georgia-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში პიტერ ვიბლერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე, გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირები.

ღონისძიების და რეფორმის აქტიური მხარდამჭერები არიან ბიზნესის რეაბილიტაციის და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია.

თარიღი: 2019/05/14