ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ყოფილი მინისტრი ეკონომიკის განვითარებაზე საუბრობს:

„შეხვედრის ფორმატი არის შემდეგი – მე მომმართა ოფიციალური წერილით ექვსმა დეპუტატმა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და დამოუკიდებელი დეპუტატები. მათ მომმართეს წარმედგინა ანგარიში, რომელიც სამინისტრომ გაწია ჩემი მინისტრობის დროს. ჩავთვალე თავი ვალდებულად, რომ ასეთი ანგარიში წარმედგინა და ასეთი შეხვედრის ფორმატი შედგა, რომელსაც ჩვენ ვესწრებით. ძირითადი მიზანი ჩვენი შეხვედრის არის ღრმა ტექნიკური განხილვა, რაშიც გამოხატეს ინტერესი დეპუტატებმა, რომ მათ გაიგონ ჩემი ხედვა, გარდა იმისა, რომ გაიგონ, რა იყო გაკეთებული ამ რვა თვის განმავლობაში, გაიგონ აგრეთვე ჩემი ხედვა ეკონომიკის განვითარებაზე. აქ იქნება ღრმა საქმიანი საუბარი და ჩვენ მაქსიმალურად მოვარიდებთ თავს პოპულისტურ განცხადებებს და ვისაუბრებთ საქმეზე“, – განაცხადა ქობულიამ შეხვედრის დაწყებამდე.

თარიღი: 2019/05/15