გიორგი ქობულია: პრაქტიკულად, არაფერს ვაწარმოებთ ექსპორტზე, რაც ეკონომიკისთვის მძიმეა
„პრაქტიკულად, არაფერს ვაწარმოებთ ექსპორტზე, რაც ეკონომიკისთვის მძიმეა“, - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ პარლამენტში მისი 8 თვიანი ანგარიშის და ეკონომიკური ხედვების წარდგენისას განაცხადა:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საშუალოდ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, პოტენციალი საკმაოდ დიდია და გამოწვევები ითხოვს იმას, რომ ჩვენ ეს ზრდის ტემპი როგორმე დავაჩქაროთ.

ჩვენ ეკონომიკაში ვაჭრობაზე საექსპორტო პოტენციალის შექმნა ამ ზრდის მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს. იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან მცირეა. საქართველს ეკონომიკა მუდმივად შინაგანი მოთხოვნის საფუძველზე ვერ გაიზრდება. ჩვენ თუ საქონელი ექსპორტზე არ გავიტანეთ, ზრდა ლიმიტირებული იქნება,“ - განაცხადა ქობულიამ.

თარიღი: 2019/05/15