ბრექსითის გავლენა BMW-ზე – რა ბედი ეწევა გერმანულ ავტოწარმოებას ბრიტანეთში? 
ბრექსითი ევროპის კონტინენტზე ახალ ეკონომიკურ რეალობას აყალიბებს. ყველაზე ძლიერი ეკონომიკური გაერთიანებიდან ერთ–ერთი უმთავრესი მოთამაშის გასვლა ბიზნესის ბევრ მიმართულებას ზიანს აყენებს. ინვესტიციები უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა, უმრავ სამუშაო ადგილს სერიოზული საფრთხე ემუქრება, საბანკო სექტორი შესაძლოა, ფინანსური კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდეს, სავაჭრო ქსელების ნაწილმა დახურვა დაიწყო, ამასთან სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე ფასების მატებაა მოსალოდნელი.

ბრექსითი ​ისეთ გიგანტურ კომპანიებსაც მნიშვნელოვნად აზიანებს, როგორიცა მაგალითად, გერმანული ავტომწარმოებელი BMW. 

BMW ბრიტანეთში “მინისა“ და „როლს როისს“ აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ გაერთიანებულ სამეფოში კომპანიის წარმომადგენელმა იან რობერტსონმა, ფირმის ქვეყანაში დარჩენის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა დღეს უკვე აღნიშნა, რომ BMW ბრიტანეთში დარჩება, მაგრამ მის ავტომობილებზე ფასები გაიზრდება. 

გერმანულ მულტინაციონალურ კომპანიას ბრიტანულ წარმოებაში – 8 000, ხოლო გაყიდვებში 14 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 

თარიღი: 2018/06/27