ევროკომისიამ 5 გლობალური ბანკი კარტელის შექმნისთვის $1,2 მილიარდით დააჯარიმა
ევროპაში 5 გლობალურ ბანკს $1,2 მილიარდის ჯარიმა დაეკისრა. ბანკებმა შექმნეს კარტელი რომელიც ვალუტით ვაჭრობას კოორდინაციას უწევდა. ამ ფაქტის შესახებ, ევროკომისიამ დღეს განაცხადა, - წერს CNN-ი.  

ჯარიმა დაეკისრა JPMorgan Chase-ს,Citigroup-ს,Barclays-სRBS-ს და იაპონურ MUFG-ს. გამოძიების დასრულების შემდეგ ყველაზე მსხვილი ჯარიმები Citi-ის და RBS-სდაეკისრა ($348 მილიონი) 

ევროკომისიამ განაცხადა რომ ტრეიდერები ცვლიდნენ კონფიდენციალურ ინფორმაციას და საქმიანობის კოორდინაციას Bloomberg-ის ტერმინალების ჩატებში ახდენდნენ. ტრეიდერებს წვდომა ჰქონდათ დაფარულ ინფორმაციაზე და იცოდნენ რა დროს რა ვალუტა უნდა ეყიდათ და გაეყიდათ. ვაჭრობის მოცულობა დღეში 5 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. 

გამოცემის ცნობით ანალოგიური გამოძიება აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 2015 წელს ჩაატარა. მაშინ Citi-ის და JPMorgan Chase-ს ჯარიმის სახით $2,5 მილიარდის ჯარიმა დაეკისრათ.

თარიღი: 2019/05/17