ის, რაც ბიზნესისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...
რამდენიმე ბიზნეს რჩევა, რომელიც აუცილებელია ბიზნესმენმა იცოდეს:

1. ნუ შეუშინდებით ბიზნესში თქვენზე მეტად ჭკვიანი თანამშრომლების ჩართვას და ნუ დააიგნორებთ მათ რჩევებს პირველივე წამს, რადგან ხშირად სწორეთ რიგითი თანამშრომლები გვაქვდიან მნიშვნელოვან და საინტერესო მინიშნებებსა და ბიძგებს ბიზნესის განვითარებისათვის.

2. აგრძნობინეთ თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობა, აჩვენეთ, რომ თითოეული მათგანის ხარისხიანი და გულმოდგინე მუშაობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ბიზნესის წინსვლასა და განვითარებას.

3. იყოლიეთ მარჯვენა ხელი, რომელსაც ნებისმიერ დროს ექნება მზაობა გადაიბარს თქვენი საქმეები სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენის დროს, რადგან არასოდეს იცი წინასწარ, როდის დაგჭირდება და რამდენი ხნით ჩანაცვლება.

4. მიეცით მაგალითი თანამშრომლებს. როდესაც თანამშრომელი ხედავს ლიდერს, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს, მას ექმნება მეტი მოტივაცია, იჩენს მეტ ყურადღებას საქმის მიმართ და არის მეტად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ, ასე, რომ არ დაზოგოთ ძალები, უჩვენეთ მაგალითი ყველას.

5. ნურასოდეს შეგეშინდება და შეგრცხვება საკუთარი შეცდომის აღიარების, იყავით თამამი და კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, ნუ შეგეშინდებათ გაკიცხვის, რადგან ნამდვილი ლიდერი არ უშინდება საფრთხეებსა და შეცდომებს, არამედ იბრძვის მათ გამოსასწორებლად.

ავტორი: Business Post
თარიღი: 2019/11/20