DBS SUPERLEGGERA – ახალი სუპერძლიერი ავტომანქანა ASTON MARTIN-ისგან
დახვეწილი, კომფორტული, პრაქტიკული, ხელმისაწვდომი – Aston Martin-მა 715 ცხენის ძალის, V12 ძრავით აღჭურვილი ახალი სუპერმანქანა – DBS SUPERLEGGERA წარადგინა. 

მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანების მწარმოებელს კონკურენციის გაწევა „ლამბორჯინისა“ და „ფერარისთვის“ სურს. 

ბრიტანული კომპანია აქცენტს მუდამ სილამაზესა და სიმძლავრეზე აკეთებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც DBS SUPERLEGGERA იქნება. ის 211 მილი/სთ სიჩქარეს ავითარებს. Aston Martin–ის მორიგი ელიტური მოდელის ღირებულება 300 000 დოლარი იქნება და გაყიდვაში წლის ბოლოს ჩაეშვება. 


 

თარიღი: 2018/06/27