„ინვესტორებს სურთ პრონოზირებადი გარემო"
„მნიშვნელოვანია ნებისმიერ ქვეყენაში საინვესტიციო გარემო პროგნოზირებადი იყოს“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა პრემიერ-მინისტთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ინვესტორებს სურთ პრონოზირებადი გარემო, მათ არ უყვართ სიურპრიზები, როდესაც ინვესტიციებს ახორციელებენ. მათ შორის არც - საგადასახადო, არც - საკანონმდებლო და არც - სასამართლო სისტემებში. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ნებისმიერ ქვეყენაში - საქართველო იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, საინვესტიციო გარემო პროგნოზირებადი იყოს და ინვესტორები შემოვიდნენ ქვეყანაში.

მეორე ასპექტი - ესაა ნდობა. ნდობა კი, ყველა უწყების მიმართ შედარებით დაბალია მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ - საქართველოში. პოლიტიკური პარტიების მიმართ, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობაა აშკარაა. ეს ორივე მნიშვნელოვანი კომპონენტია. დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზი უნდა არსებობდეს ნებისმიერ ქვეყანაში. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძლდება საქართველოში”, - განაცხადა ლაგარდმა.

თარიღი: 2019/05/20