მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანები  ბიზნესის დასაწყებად
აშშ-ი 2019 წლის ბიზნესის დასაწყებად მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა.

Paymentsense-ის მიერ ჩატარებული კვლევით, მეორე ადგილს ბელგია, მესამე ადგილს კი ირლანდია იკავებს.

ათეულში მოხვდნენ ასევე კანადა, საფრანგეთი, სლოვენია, შვედეთი, ავსტრია, გერმანია და ლატვია. კვლევა ბიზნესის რეიტინგებზე, წლიურ ხელფასზე, დასაქმების რეიტინგსა და ცხოვრების ღირებულებაზე დაყრდნობით ჩატარდა.

თარიღი: 2019/05/23