მსოფლიოს ულამაზესი, ბუნებრივი სილამაზის გამორჩეული ადგილები
"ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას მოგზაურებისა და ტურისტული კომპანიებისთვის. ჩვენ მის ფარგლებში რამდენიმე პუბლიკაციის წინ "ბუნების სასწაულების" პირველი და მეორე ნაწილი გაგაცანით, ახლა კი მსოფლიოში არსებულ, ბუნებრივი სილამაზის მქონე კიდევ რამდენიმე უჩვეულო ადგილს გაგაცნობთ: 

კანიო კრისტალესი, კოლუმბია

                             

კანიო კრისტალესი არის კოლუმბიაში მდებარე მდინარე, რომელსაც ადგილობრივები 5 ფერიან ცისარტყელასაც უწოდებენ, ხოლო 2017 წელს მას ყველაზე ლამაზი მდინარის სტატუსი მიენიჭა.

მეტას პროვინციაში მდებარე, 100 კმ სიგრძის მდინარე მაისიდან დეკემბრამდე 5 ფერის მოედინება - წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და შავი. 

ჰილერის ტბა, ავსტრალია 
                            

ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში, რეშერშის არქიპელაგზე მდებარე ჰილერის ტბა უნიკალური მისი ვარდისფერი შეფერილობის გამოა. ის 1802 წელს ბრიტანელმა მეზღვაურმა მეთიუ ფლინდერსმა აღმოაჩინა. მისი შეფერილობის მიზეზი მეცნიერებისთვის დღემდე დაუდგენელია. 

პამუკალე, თურქეთი
                          


პამუკალე თურქეთის სახრეთ-დასავლეთ ნაწილში ანტიკური ბერძნულ-ბიზანტიური ქალაქის პიერაპოლისის ნანგრევებთან მდებარეობს. ცხელი, მიწისქვეშა მინერალური კარბონატებისგან ტერასებს ქმნიან, აქა-იქ წყალი მიწიდან ამოედინება, ამ ტერასებს მიუყვება და პატარ-პატარა საცურაო აუზებს ქმნის. პამუკალე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. 

თარიღი: 2019/07/19