MICROSOFT-მა ჩინურ კომპანია HUAWEI-სთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა
კიდევ ერთმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა დაიჭირა თავი შორს Huawei-სგან. კერძოდ, Microsoft- მა ჩინური კომპანიის ლეპტოპები მისი ინტერნეტ მაღაზიიდან ამოიღო. აღნიშნული აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომს უკავშირდება, რომლის შედეგადაც გარკვეული რეგულაციები დაწესდა. ახალი შეზღუდვების თანახმად, Microsoft აღარ შეუძლია თავისი Windows ოპერაციული სისტემა Huawei- ს მიაწოდოს, რომელსაც ჩინური კომპანია თავის ლეპტოპებში იყენებს.
Microsoft- ის სპიკერმა ენდრიუ პიკემპმა განაცხადა, რომ კომპანია "ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს". არც Huawei-ს მოუთხოვია დაუყოვნებელი რეაგირება.

მანამდე Google-მა თქვა უარი თავისი ოპერაციული სისტემები - Gmail და Google Maps Huawei-ს გამოეყენებინა, რითიც კომპანიას დიდი დარტყმა მიაყენა. 

თარიღი: 2019/05/25