ხრიკები, რომელიც მცირე ბიზნესს განვითარებაში ეხმარება
ბიზნესის კეთების პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანია. მისი წარმატება დამოკიდებულია მეწარმის უნარზე, მომავალი განჭვრიტოს. როგორც სპეციალისტები გვასწავლიან, მნიშვნელოვანია რამდენიმე ხრიკი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს საქმის განვითარებაში დაეხმარება:

სოციალური მედია

მომხმარებლების უმეტესობა დღეს სოციალურ ქსელებს იყენებს. შესაბამისად, მცირე ბიზნესისთვის ამ სივრცეში არსებობა აუცილებელიც კია.

არასდროს თქვათ უარი ახალ იდეაზე

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მცირე ბიზნესი უკვე ვითარდება, ახალი იდეების ძიება და დანერგვა არ შეწყვიტოთ. ეს ბიზნესს მასშტაბების გაზრდაში დაეხმარება.

დაინახეთ ფართო სურათი და მხოლოდ კარგზე კონცენტრირდით

ბევრი წარმატებული მეწარმე დამარცხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საკუთარი საქმის ეეჭვებოდათ და მომავლის ეშინოდათ. ამიტომ, სცადეთ სურათი მთლიანად დაინახოთ და აუცილებლად, მხოლოდ პოზიტიურად იფიქროთ.

დაგეგმეთ მომავალი

დაგეგმეთ თითოეული ნაბიჯი და ეს გათვალეთ მრავალ წელზე.

განსაზღვრეთ თქვენი კლიენტები

მცირე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელ პირობაა, იცოდეთ ვინ არიან თქვენი მომხმარებლები. განსაზღვრეთ ისინი და იპოვნეთ მათთან მისასვლელი გზა.

თარიღი: 2019/05/29