კობა გვენეტაძე: ეს არის ლარის მოკლევადიანი რყევა, ინფლაციური პროცესები არ გვაქვს
ეს არის ლარის მოკლევადიანი რყევა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ეკონომიკური სტაბილურობის ზრდისათვის მნიშვნელოვანია ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი. აპრილის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 4.1%-ია, მაგრამ ამავე დროს საგულისხმოა ინფლაციაზე ისეთი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა, როგორიცაა აქციზი და ნავთობის ფასების ზრდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საბაზო ინფლაცია 1.4%-ია აპრილის მონაცემებით, რაც იმას მიანიშნებს, რომ ინფლაციური პროცესები არ გვაქვს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

თარიღი: 2019/05/29