აშშ-ში საბანკო სექტორის მოგებამ $60,7 მილიარდი შეადგინა
აშშ-ის ფედერალური კორპორაციის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის საბანკო სექტორის მოგებამ $60,7 მილიარდი შეადგინა.

Reuters-ის ცნობით, საბანკო სექტორის მოგება 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით $4,9 მილიარდით (8,7%) არის გაზრდილი. 

ფედერალური კორპორაციის (FDIC) მონაცემებით პრობლემური ბანკების რაოდენობა აშშ-ში 60-დან 59-მდე შემცირდა, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

თარიღი: 2019/05/30