კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს
2018 წელს, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 481 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 7.3%-ით (32.7 მლნ ლარით) მეტია. 

ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი. 

საცალო შემოსავლების თვალსაზრისით, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი - 46.9%-ია, „სილქნეტი|ჯეოსელის“ - 36.7%, ხოლო „ვიონი საქართველოს“ წილმა კი, 16.4% შეადგინა. 

2018 წელს მობილური შემოსავლების 74% (356 მლნ) ფიზიკური პირების სეგმენტმა, ხოლო 26% (125 მლნ) იურიდიული პირების სეგმენტმა დააგენერირა. 

2018 წლის მონაცემების მიხედვით, თვის განმავლობაში, ერთი აბონენტისგან მიღებულმა საშუალო შემოსავალმა ARPU15 – Average Revenue per User (დღგ-ს და აქციზის გარეშე) საშუალოდ 8.2 ლარი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 80 თეთრით გაიზარდა. 

ოპერატორების ჭრილში 2018 წლის IV კვარტლის მონაცემებით, ARPU-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „მაგთიკომს“ აქვს, შემდეგ - „სილქნეტი|ჯეოსელს“, ხოლო ყველაზე მცირე თანხას მობილურ კავშირზე „ვიონი საქართველოს“ აბონენტები ხარჯავენ.

თარიღი: 2019/05/31