აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ეკონომიკური სანქციებით იწყებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ეკონომიკური სანქციებით იწყებს. აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მექსიკიდან არალეგარული მიგრაციის გამო, საბაჟო გადასახადი ძვირდება. 

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მექსიკიდან შტატებში იმპორტირებულ ყველა სახის პროდუქციაზე საბაჟო მოსაკრებელი 5%-ით გაიზრდება. 

"როდესაც არალეგარული მიგრაციის პრობლემა მოგვარდება, გაზრდილი საბაჟო გადასახადი გაუქმდება’’- დაწერა აშშ-ს პირველმა პირმა სოციალურ ქსელ Twitter-ში. 

ახალი გადაწყვეტილება ძალაში 10 ივნისიდან შევა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური მეხიკო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში არ ჩაერთვება, ვაშინგტონი სანქციებს გაამკაცებს და ოქტომბრიდან უკვე საბაჟო გადასახადი მექსიკურ პროდუქციაზე 25 პროცენტით გაიზრდება. 

მექსიკა შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. წლის პირველ კვარტალში სავაჭრო მოცულობამ 150,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

თარიღი: 2019/05/31