წარმატებული ბიზნესმენის ათი წესი უკრაინელი ბიზნესმენისა და წამყვანისგან
უკრაინელი ბიზნესმენი, მილიარდიანი ბრუნვის მქონე ევგენი ჩერნიაკი, რომელიც ამავდროულად ბიზნესის სფეროს ჟურნალისტიცაა და მიყავს გადაცემა –  BigMoney,  წარმატებული ბიზნესმენის ათ წესს გვიზიარებს: 

1. თუ არ იცი, როგორ დახარჯო, ვერ შეძლებ გამომუშავებას

2. დაიწყეთ დღე საკუთარი ოცნებების გახსენებით
3. თუ თქვენ არ გაქვთ თქვენი ბიზნესის მათემატიკური მოდელი, ადამიანების 99% მოგატყუებთ. არა იმიტომ, რომ ისინი კარგები ან ცუდები არიან, უბრალოდ, ასე აეწყო სოციალური ატმოსფერო მსოფლიოში.
4. ყოველ წუთს უნდა დაკავდეთ იმით, რას აღმოაჩენთ იმ ადამიანების კომპანიის შიგნით ან გარეთ, რომლებიც თქვენს კომპანიას ანიჭებენ ღირებულებას.

5. ბიზნესი მარტივი რამეა - ცოტა დახარჯე, მეტი გამოიმუშავე.

6. თუ თქვენ მენეჯერთან საუბრობთ და არ გაქვთ ციფრები - ის მოგატყუებთ. აქვს ამის უფლება.

7. შვილების აღზრდა უჩვეულო მოტივაციას იძლევა. მას შემდეგ, რაც სტარტი ააღებინეთ, თქვენი ამოცანაა, მათ სწორი გარემოცვა შეუქმნათ.

8. თუ ბიზნესით ხარ დაკავებული, უნდა იყო მათემატიკოსი.

9. ყველაზე მთავარია, იყოთ თქვენი შვილისთვის უფრო საინტერესო, ვიდრე მისი "ისტორია" - აი, ესაა მოტივაცია ყველა მშობლისთვის.

10. სჯობს შეგიძულონ იმისთვის, ვინც ხარ, ვიდრე უყვარდე იმისთვის, ვინც არ ხარ.  იყავი ყოველთვის პატიოსანი.

"როდესაც წარმატებამდე მილიმეტრია, ყურადღება უნდა მოიკრიბოთ და ჩართოთ თქვენი ყველა საუკეთესო თვისება. როდესაც მომავალი გამარჯვებებით ხართ მოტივირებულები, როდესაც გაქვთ ძალა, როდესაც გჯერათ საკუთარი თავის, გჯერათ საკუთარი გუნდის, როდესაც გუნდს სჯერა თქვენი, როდესაც თქვენ გიყვართ თქვენი მომხმარებელი, როდესაც აგენერირებთ ბრენდებს, რომლებიც „ქმნიან“ სიყვარულს, ნამდვილად გექნებათ შედეგი" - აღნიშნა ჩერნიაკმა შეხვედრაზე, რომელსაც 7 000 ადამიანი ესწრებოდა. 

ავტორი:
თარიღი: 2019/05/31