მარკეტინგის ტრანსფორმაცია
2009 წელს ყველა კონტენტ მარკეტინგზე საუბრობდა. იმ პერიოდში ბიზნესი ვებგვერდების განვითარებას ცდილობდნენ, ქმნიდნენ ბლოგებს და მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობის დასამყარებლად სოციალური მედიის - Facebook, LinkedIn, YouTube and Twitter გამოყენებას იწყებდნენ.
 
თუმცა ყველა სოციალურ ქსელებში გარკვეული არ იყო და მაინც ერთეულები ახერხებდნენ მათ გამოყენებას. დღევანდელ დღესთან შედარებით სოციალურ ქსელებს ბევრი მომხმარებელი არ ჰყავდა და შესაბამისად უფრო ტრადიციული გზით ცდილობდნენ. თანდათან სოციალური მედიის მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად კონტენტ მარკეტინგის საჭიროება გაიზარდა. დღეს ის ბიზნესის "გულია".
 
მომხმარებლების მოზიდვა ბლოგებით, ახალი "სთორებით", ვიდეოებით და ბევრი სხვა საშუალებით ხდება. სოციალური ქსელების საშუალებით კომპანიები უკუკავშირს და მხარდაჭერას ღებულობენ. ხშირ შემთხვევაში კომპანიებს რეკლამას თვითონ აუდიტორია უკეთებს. ნათელია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი ნოვაცია დაიგეგმა და მოხდა სრული ტანსფორმაცია. ძველი მეთოდები ახალით ჩანაცვლდა.
 
ჩვენ ყველანი მომხმარებლები და ციფრული მარკეტოლოგები ვართ. ყველა მოუთმენლად ელოდება ალბათ რა იქნება მომდევნო 10 წელიწადში. თქვენ რას ფიქრობთ რა იქნება 10 წელიწადში? როგორი იქნება მსოფლიო ბიზნესში მომდევნო დეკადაში?
თარიღი: 2019/07/04