ირინა მილორავა პარლამენტში სემეკ-ის საქმიანობის წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს
სემეკ-ის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, ირინა მილორავა დღეს სემეკ-ის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშს წარადგენს.

ირინა მილორავა დეტალურად ისაუბრებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში 2018 წელს არსებულ ძირითად ტენდენციებზე, სემეკ-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, სატარიფო პოლიტიკაზე, მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებულ რეგულაციებზე.

თარიღი: 2019/06/03