5 თვის შედეგები: სებ–ის რეგულაციების ამოქმედებამ ტექნიკის მაღაზიების გაყიდვები მნიშვნელოვნად შეამცირა
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. ერთ-ერთი უმთავრესი რეგულაცია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა განვადების დამტკიცებას ეხება, რომლის ამოქმედებიდან ხუთი თვე გავიდა.

„ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა რამდენად მნიშვნელოვნად იმოქმედა ახალმა საბანკო რეგულაციებმა ტექნიკის გაყიდვებზე და ამ კითხვით ქვეყნის ყველაზე მსხვილი ტექნიკის მაღაზიებს მიმართა. ყველა მათგანის წარმომადგენელი ამბობს, რომ რეგულაციებმა მათ გაყიდვებზე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედა:

მეგატექნიკა: „რაც ახალი რეგულაციები დაწესდა მნიშვნელოვნად შემცირდა განვადებები, მაგალითად წინა წლებში თუ მტკიცდებოდა ათიდან შვიდი-რვა განვადება, ახლა ათიდან, ალბათ, ერთი, ან, მაქსიმუმ, ორი მტკიცდება, განვადებები უკიდურეს მინიმუმზეა დაყვანილი“

ელექტრონიკა: ახალმა საბანკო რეგულაციებმა უარყოფითად იმოქმედა გაყიდვებზე, დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული გაყიდვები, რადგან რეგულაციების გამო ნაკლებად ამტკიცებენ სესხებს“

ტექნობუმი: საქართველოს მოსახლეობა ძირითადად განვადებით ყიდულობდა საყოფაცხოვრებო ტექნიკას და რეგულაციებსის გამო ბანკები განვადებას რთულად ამტკიცებენ და ამიტომ გაყიდვები 70%-ით შემცირდა.

თარიღი: 2019/06/06