სენატორები ტრამპისა და Deutsche Bank-ის კავშირებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ
დემოკრატი სენატორები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და Deutsche Bank-ის კავშირების შესახებ გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ამის შესახებ Hill-ი წერს.

საქმეში ფიგურირებს პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერიც. კანონმდებლები The New York Times-ის მასალას ეყრდნობიან და ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი წლების განმავლობაში, გერმანული ბანკის მეშვეობით, რუსული ინვესტიციებისგან სარგებელს იღებდა.

სენატორებს ეჭვი აქვთ, რომ  ამ ფაქტის გათვალისწინებით, რუსეთს ტრამპზე გავლენის ინსტრუმენტი გააჩნია. გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას დემოკრატმა სენატორმა შერორდ ბრაუნმა მიმართა. 

თარიღი: 2019/06/07