Google-მა ღრუბლოვანი სერვისების კომპანია Looker-ი $2.6 მილიარდად შეიძინა
Looker-ი ამიერიდან Google Cloud-ის მფლობელობაშია. ღრუბლოვანი სერვისი Google-მა $2.6 მილიარდად შეიძინა. კომპანიებმა შეთანხმება უკვე გააფორმეს. ამის შესახებ CNBC წერს.

ღრუბლოვანი სერვისების კომპანიის (Looker) შეძენა Oracle-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით კონცერნისთვის პირველი მსხვილი შენაძენია.

ტომას კურიანი Google Cloud-ს 2018 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს.

ხუთშაბათს (6 ივლისი) დილიდან Alphabet-ის (Google-ის მფლობელი) აქციები 1,040 დოლარის ფარგლებში ივაჭრება.

თარიღი: 2019/06/07