საუკეთესო ასაკი ბიზნესის დასაწყებად
თუ 30 წლის ხართ, ან 40-ის, თუნდაც - 50-ის და ფიქრობთ, რომ ბიზნესის დაწყების დრო აღარ არის, ცდებით: კვლევების მიხედვით მეწარმეები საქმეს სწორედ საშუალო ასაკში იწყებენ. კერძოდ, 2 მილიონზე მეტი ბიზნესმენის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მათმა უმრავლესობამ საქმე 45 წლიდან დაიწყო.

უფრო მეტიც, ამავე კვლევების მიხედვით, ბიზნესს ყველაზე წარმატებულად წარმართავენ ისინი, ვინც საქმეს 50 წლის ასაკში მოჰკიდა ხელი.

აღნიშნულის მიზეზი კი მარტივია - ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც კარგ იდეას საუკეთესო სტრატეგიას უძებნის განსახორციელებლად.

გავლენიანი გამოცემა Inc ბიზნესით დაინტერესებულ პირებს სწორედ ამიტომ ურჩევს, რომ ასაკის მიუხედავად მოტივაციაზე უარი არ თქვან.

თარიღი: 2019/06/10