3 გზა ინვესტორის ყურადღების მისაქცევად
ინტერნეტ-რადიო კომპანია „პანდორას" დამაარსებელმა ტიმ ვესტერგრენმა იცის როგორ უნდა მიიქციოს ინვესტორის ყურადღება საუბრით. მისი თქმით, ამ დროს მნიშვნელოვანია:

1. აჩვენოთ ინვესტორს, რომ მზად ხართ პასუხისმგებლობის ასაღებად

ვესტერგრენი, ნაცვლად იმისა, რომ ინვესტორთან შეხვედრისას საკუთარი საჭიროებების შესახებ ესაუბრა, სწავლობდა პოტენციური ინვესტორის ისტორიას, მის უნარ-ჩვევებს და მისი ღირებულებებიდან გამომდინარე აწვდიდა პროდუქტს. ასევე, აჩვენებდა, რომ მზად იყო საკუთარი პასუხისმგებლობა სრულად აეღო.

2. ინვესტორთან გასაუბრებამდე გაიაროთ რეპეტიცია

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ და ეს არც პირველად გაგიკეთებიათ, ყოველი საუბრის წინ მცირე რეპეტიცია ჩაატარეთ, სადაც წარმოიდგენთ, როგორ წარიმართება გასაუბრება და ყველა შესაძლო ვარიანტისთვის გექნებათ პასუხი.

3. სრულყოთ თქვენი პრეზენტაცია

ვესტერგრენის თქმით, ისეთ მცირე დეტალებს, როგორიც არის პრეზენტაცია - სლაიდ შოუს თუ სხვა ფორმატში, სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ის გამარტივებული, ადვილად აღსაქმელი და ეფექტური უნდა იყოს.

წყარო: Inc.com

თარიღი: 2019/06/12