"ღვინის ბიბლიოთეკაში" წინანდლის მამულის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება 
ხვალ, 14 ივნისს, "ღვინის ბიბლიოთეკაში"  "წინანდლის მამულის" ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. 

ღონისძიებაზე, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, წარმოდგენილი იქნება "წინანდლის მამულის" სხვადასხვა პოზიციის ღვინოები

ღონისძიების პრეზენტატორი იქნება "წინანდლის მამულის" წარმომადგენელი, რომელიც დამსწრე სტუმრებს დეტალურად გააცნობს ღვინოებს და მოუყვება კომპანიის მიღწევებსა და გამოწვევებზე. 

"წინანდლის მამული" არის ადგილი, სადაც დაიბადა კლასიკური ქართული მეღვინეობა.თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის დროს წინანდლის მამული ერთის მხრივ აგრძელებდა ქართული მეღვინეობის უწყვეტ რვაათასწლოვან ტრადიციას და მეორეს მხრივ, თანამედროვე მიდგომის ახალ სტანდარტს ამკვიდრებდა. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და წინანდალში თანაარსებობს კლასიკური ევროპული და ტრადიციული ქართული ქვევრის მეღვინეობა. 

ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება შემდეგი პოზიციების დაგემოვნება:
წინანდალი
ნათელა
საფერავი უსახელოური
საფერავი რეზერვი 2014

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  Wine Library • ღვინის ბიბლიოთეკა

თარიღი: 2019/06/13