"სალობიე ბიას" პასუხი რუსეთის დუმას: "ნუ გვაშანტაჟებენ თავიანი ტურისტებით" (VIDEO)
"სალობიე ბია" სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომლითაც რუსეთის დუმის დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. რუსი დეპუტატი თავის თანამოქალაქეებს მოუწოდებს ბოიკოტი გამოუცხადონ საქართველოს კურორტებსა და ქართულ პროდუქტს. 

"სალობიე ბიას"  გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მის დარბაზში გერმანელი, შვეიცარიელი და იაპონელი ტურისტები არიან.

"ახლა დავბრუნდით ცოტა ხნით საპროტესტო აქციიდან ბიაში და ასეთი სიტუაცია დაგვხვდა. ნუ გვაშანტაჟებენ თავიანთი ტურისტებით" -  წერს "სალობიე ბიას" ფლობელი, შეფმზარეული გიორგი იოსავა. 



 

თარიღი: 2019/06/21