კაფე "ეზო" რუს მომხმარებლებს სერვისის საფასურზე ოკუპაციის გადასახადს +20%-ს დაუმატებს 
კაფე "ეზოს" რუსი მომხმარებლები სერვისის საფასურის გარდა, უკუპაციის გადასახდს +20%-ს გადაიხდიან. 

ამით "ეზო" ამ გადაწყვეტილებებით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვებგვედზე გამოქვეყნებული განცხადებებს პასუხობს. 

"ჩვენ სერვისს მივეცით ინსტრუქცია - ყველა ადამიანი, ვინც შემოსვლის მომენტიდან ცდილობს ილაპარაკოს რუსულად, ითხოვს რუსულ მენიუს და რუსულად მოლაპარაკე მიმტანს, დაემატება 20% ოკუპაციის გადასახადი" - წერია კაფე "ეზოს" მიერ სოციალურ ქსელში გავცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში რამდენიმე უარყოფითი შეფასება მოყვა, რასაც კაფეს ადმინისტრაციამ უპასუხა:

"მეგობრებო, ერთადერთი სწორი გზავნილი დღეს მსოფლიოსთან არის და უნდა იყოს "ჩვენ არ გვინდა რუსეთი" 

ეს კი ნიშნავს, რომ ბიზნესს არ უნდა რუსული ფული, პოლიტიკას არ უნდა რუსული გავლენა, ქვეყანას არ უნდა რუსი მტერი. 
ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა, +20% ოკუპაციისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველაზე ნაკლებად კონფლიქტურია და კანონის ფარგლებში გვაქვს ამის სრული უფლება. შესაძლებელია, რომ თქვენ გაქვთ სხვა აზრი, რომელსაც რა თქმა უნდა აქვს არსებობის უფლება. 

ყოველთვის რთულია ასეთ მგრძნობიარე თემებს შევეხოთ ცივი გონებით და განვსაჯოთ ყველა დეტალი. 

ჩვენ ვთვლით, რომ ამ ნაბიჯით განვავითარებთ ამ დიალოგს და დავფიქრდებით, მართლა არ გვინდა რუსეთი თუ თან გვინდა და თან არა? 

ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი საუბარი უნდა გვქონდეს.

დღეს უმარავი რესტორანია საქართველოში, სადაც ქართველ მომხმარებელსაც კი რუსულად ესალმებიან, რადგან მათთან 90% რუსი მომხმარებელი შედის. ეს არის კატასტროფა სერვისის სექტორისთვის. რუსი მომხმარებელი გამოირჩევა სერვისის დაბალი ხარისხის მოთხოვნებით და კმაყოფილდება იმით, რომ მათ ფეხქვეშ ეფინებიან. ეს მოქმედებს ქვეყანაზეც და ეკონომიკაზეც. 

ჩვენ არ გვინდა რუსეთი." - განმარტა კაფე "ეზომ" 

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია: „საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის - ტურისტები, ჩასვლის მსურველები ან საქართველოში მყოფნი, ექსტრემისტების ქმედებებთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ“, - წერია

ქართველებს ბოიკოტით ემუქრება რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ დეგტიაევი: „დაე, ელოდონ ტურისტებს აშშ-დან და ევროკავშირიდან და გაყიდონ ბორჯომი ევროპულ ბაზარზე“, - განაცხადა მან. 

თარიღი: 2019/06/22