"ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე თანახმაა" 
"ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე თანახმაა" - ამის შესახებ ჟურნალისტი რაულ ქირია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხის საკითხის განსახილველად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო კიდევ აპირებს შეკრებას. 

"ბიძინა ივანიშვილი თანახმაა, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მან ფაქტიურად გუშინვე პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა ამის შესახებ, მაგრამ საკითხმა გუნდის შიგნით განხეთქილება გამოიწვია, დეპუტატები საპარლამენტო სავარძლებს ვერ ელევიან. ხვალ დღის ბოლომდე კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და განიხილავენ.

მე ვფიქრობ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანაბარ პირობებში აღმოჩნდება და ხალხის არჩევანი იქნება ნამდვილად დემოკრატიული.

უნდა მოხდეს სწორი პოლიტიკური განსაზღვრება რა გზას ადგას ქვეყანა, ეს გადაწყვეტილება კი ევროპასთან დაახლოების უფრო მეტი შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს" - წერს ჟურნალისტი. 

ავტორი: Business Post
თარიღი: 2019/06/22