საქართველოს მხარდაჭერის მიზნით ლიეტუველები ტურისტულ ვიზიტებს გეგმავენ
საქართველოს ყოფილი ელჩი ლიეტუვაში ხათუნა სალუქვაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ტურისტულ ემბარგოს საქართველოს მიმართ სოციალურ ქსელში ეხმაურება. კერძოდ, დიპლომატი ევროკავშირის წევრ მოკავშირე ქვეყანას თხოვნით მიმართავს, ტურისტული მიზნით უფრო აქტიურად ესტუმრონ საქართველოს.

აღნიშნულ პოსტს ლიეტუველების და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პოზიტიურ გამოხმაურება მოჰყვა.



თარიღი: 2019/06/23