სასტუმრო „კოსტე” ოთახების 20%-ს უფასოდ მათ დაუთმობს, ვინც საქართველოს პოპულარიზაციაზე იმუშავებს
სასტუმრო „კოსტე” რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ტურისტულ ემბარგოს საქართველოს მიმართ სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„მეტი დამსვენებელი საქართველოს, მეტი ახალი მიმართულება და მეტი პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანას!

სასტუმრო „კოსტე” სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს ბლოგერებს, ჟურნალისტებს, ტურ-ოპერატორებს, სხვა სტუმრებს და გამოყოფს სასტუმროს ოთახების 20%-ს 2019-2020 წლის განმავლობაში, რათა მხარდაჭერა გამოუცხადოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, იმისათვის, რომ ერთად მოვახდინოთ საქართველოს პოპულარიზაცია ახალი მიმართულებებით. ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და გვეამაყებოდეს ქართველობა”,- ნათქვამია განცხადებაში.

თარიღი: 2019/06/23