რუსი დეპუტატი მოითხოვს ანტისაოკუპაციო მაისურების გამო ქართველი ფეხბურთელები დაისაჯონ
რუსი დეპუტატი იგორ ლებედევი FIFA-ს Twitter-იდან მიმართავს და ანტისაოკუპაციო მაისურების ჩაცმისთვის ქართველი ფეხბურთელების დასჯას ითხოვს:

„ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება იქონიოს ფეხბურთელების მსგავს ქმედებებზე ოფიციალური თამაშების დროს", - წერს დეპუტატი და ქართველი ფეხბურთელების ფოტოებს აქვეყნებს.

თარიღი: 2019/06/23