ვალერი მელაძე: საუკუნეების განმავლობაში აშენებული ძმური ურთიერთობა არ შეიძლება განადგურდეს
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ტურისტულ ემბარგოს საქართველოს მიმართ სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

„ჩემს დაბადების დღეზე მინდა ყველას, გონიერება და სიმშვიდე გისურვოთ. დღეს ვერ მოვაწყობ მშფოთვარე დღესასწაულს, მითუმეტეს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. ერთ დღეს რუსეთს და საქართველოს შორის ფრენები შეწყდა!

იმას რაც საქართველოში ხდება, უდანაშაულო ხალხი განიცდის. საუკუნეების განმავლობაში აშენებული ძმური ურთიერთობა არ შეიძლება განადგურდეს ერთ დღეს. ყველაფერი გაივლის, ეს გაივლის… მაგრამ ცხოვრება ასევე გადის!” - წერს ვალერი მელაძე.”

თარიღი: 2019/06/25