2 გიგანტის „სტრატეგიული კავშირი“ - TESCO და CARREFOUR-ი ძალებს აერთიანებენ
Tesco და Carrefour-ი ბაზარზე დაბალი ფასების შესანარჩუნებლად ძალებს აერთიანებენ. Tesco ფრანგულ სუპერმარკეტთან „სტრატეგიული კავშირის“ დამყარებას გეგმავს, რომელიც მიზნად მომხმარებლებისთვის დაბალი ფასების შეთავაზებას, არჩევანის გაზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს.

თანამშრომლობა  ორ გიგანტს შორის საკუთარი პროდუქციის გაცვლას გულისხმობს. Tesco-მ და Carrefour-მა ეს ნაბიჯი გაზრდილი კონკურენტული გარემოს გამო გადადგეს.

ცნობისთვის, Tesco ბრიტანეთის უდიდესი სუპერმარკეტია, რომელსაც 440 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, Carrefour-ი კი - ევროპის, რომელიც მსოფლიოს 30 ქვეყანაში 12 300 სუპერმარკეტით და  375 000 დასაქმებულით ოპერირებს. გასულ წელს Tesco-ს გაყიდვების რაოდენობამ 57.5 მილიარდი ფუნტი შეადგინა, Carrefour-ის გაყიდვების მაჩვენებელი კი  88.2 მილიარდ ევრომდე ავიდა.

თარიღი: 2018/07/03