„თურმე ეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ყოფილა?!" - მეღვინე ქართული ღვინის ასოციაციას უპირისპირდება
მეღვინე იაგო ბითარიშვილი ასოციაცია „ქართული ღვინის“ წერილს ღვინის ეროვნული სააგენტოსადმი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ძალიან მიჭირს ამის დაწერა ვინაიდან არ ყოფილა არასდროს ჩემს ცხოვრებაში რომ დარგში არსებულ ადამიანების მიმართ კორექტულობა, მოზომილი განცხადება და კოლეგიალობა არ დამეცვა, მაგრამ ამის წაკითხვის შემდეგ ტკივილს ნახევარი საათი გავუძელი და მაინც ვწერ.

მაშინ როდესაც ერთიანია საქართველო ისე როგორც არასდროს. მაშინ როდესაც სპორტსმენებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ემიგრანტებს და რაც მთავარია გამორჩეულ ახალ თაობას ან ოკუპაციის სიმბოლური მაისური აცვია, ან დროშა უჭირავს ან პროფილის სურათით გადმოცემს სამშობლოს სიყვარულს და თავისუფლების წყურვილს, თურმე ეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ყოფილა?!

Сирцхвили да тавис мочра!!! ეს რა ჩაიდინეთ ვერ ვიჯერებ."- წერს ბითარიშვილი.

იხილეთ: „გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ეკონომიკა” - ასოციაცია „ქართული ღვინო“

თარიღი: 2019/06/29