CNN - თუ პუტინის გაღიზიანება გინდა - საქართველოს სჭირდები
CNN-ზე ამერიკელი ჟურნალისტის სტატია ქვეყნდება, სადაც ის მოგზაურებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს:

„ძვირფასო მოგზაურებო, ღვინის მოყვარულებო, მთასვლელებო და ზღვის მოყვარულებო - ძვირფასო რომანტიკოსებო, თუ ისტორიკოსებო - ნებისმიერო ადამიანო, რომელიც ეძებ თავგადასავალს ან უბრალოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გაღიზიანება გინდა - საქართველოს შენ სჭირდები. თუ ოდესმე გქონია სურვილი, რომ გენახა პატარა შავიზღვისპირა ქვეყანა და ერი თურქეთსა და რუსეთს შორის, ახლა ყველაზე სწორი დროა. ხოლო ისინი, ვინც აქ უკვე ნამყოფია, მათი დაბრუნების დროა”,- წერს ჟურნალისტი.

ავტორი ასევე წერს, რომ ქართველები ევროპელებად თვლიან საკუთარ თავს.

ავტორი:
თარიღი: 2019/06/30